"როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს", - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის დილაში“ განაცხადა.
„ეს იყო ჩემი სურვილი, ვისაუბრეთ გუნდში, გვქონდა პოლიტიკური კონსულტაციები და დადებითად დასრულდა. ჩემთვის უჩვეულოა ეს უწყება, მაგრამ უფრო უჩვეულოა ადამიანების რეაქციები.
როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს. მეუბნებიან: "შენ ესენი პატიმრები არ გეგონოს, ესენი (კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები) უფრო რთული ხალხია". ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. ამიტომ, უკვე ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მოლოცვებს, "შენ ამას ვერ იზამ, ამდენი წელია, ისინი ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ". ბოლოს, ეს ყველაფერი გადადის ხუმრობებში“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.