თეა წულუკიანი: კულტურას კოდექსი სჭირდება, რადგან დღეს, კულტურასთან დაკავშირებული ნორმები ათეულობით კანონშია გაბნეული

"კულტურას კოდექსი სჭირდება, რადგან დღეს, კულტურასთან დაკავშირებული ნორმები ათეულობით კანონშია გაბნეული", - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის დილაში“ განაცხადა. მან განმარტა თუ რატომ არის საჭირო კულტურის კოდექსის შემნა.

"კულტურას კოდექსი სჭირდება, რადგან დღეს, კულტურასთან დაკავშირებული ნორმები ათეულობით კანონშია გაბნეული. არსებობს კანონი ცალკე მუზეუმების შესახებ, ცალკე თეატრებისა და კულტურის შესახებ და ა.შ.

ყველა ის დარგი, ვისაც ამბიცია აქვს, რომ უნდა განვითარდეს საჭიროებს, რომ ერთ დოკუმენტში იყოს თავმოყრილი ყველა ნორმა, თავებად დალაგებული თეატრებისთვის, მუზეუმებისთვის და ა.შ. და რაც მთავარია, ეს ტექსტები უნდა იყოს თანამედროვე, რადგან ძირითადი კანონები დაწერილია მაშინ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.