"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა.
მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
მან ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88-ის" ეპიზოდზე 4 წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა
რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი. მაია რჩეულიშვილს სასჯელის სრულ მოხდამდე კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი.