"როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს", - ამის შესახებ სენატორმა, ჯიმ რიშმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.
"როცა მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს თუ ის უნდა შეცვალოთ, ისინი თქვენი საუკეთესო ინტერესიდან ამოდიან. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ თქვენზე გაბრაზებულნი არიან. იმიტომ არ აკეთებენ, რომ ხალხში გაგკიცხონ ან აბუჩად აგიგდონ. ისინი ამას სიყვარულით აკეთებენ და იმისთვის, რომ უკეთესად იყოთ, ვიდრე ახლა ხართ.
როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს. მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. ორივე მხარე საჭიროა.
ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდოთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა - წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება", - განაცხადა რიშმა.