ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება საქართველოში დაძაბულობას შეამცირებდა. ამის შესახებ მათ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრეს.
ჟურნალისტმა მათ ჰკითხა: როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, [ნიკა მელია] დააკავეს, თქვენ საქართველოს მთავრობას ამ ნაბიჯის წინააღმდეგ მოუწოდებდით. რამდენად ფიქრობთ, რომ დაკავებულების გათავისუფლება იქნება ნაბიჯი, რომელიც მოლაპარაკებებს პროდუქტიულს გახდიდა და მისთვის სივრცეს შექმნიდა?
"ეს ნამდვილად შეამცირებდა დაძაბულობას", - უპასუხა სენატორმა შაჰინმა.
"ვეთანხმები ამას, ეს ამ პოლიტიკური დაკავებების შემთხვევაში იქნებოდა სასარგებლო ნაბიჯი. დემოკრატიაში ასე არ ხდება. თავისუფალი ხალხი, ან დემოკრატიაში მცხოვრები ხალხი, მთავრობისგან ამას არ მოელის. მე არ დავიწყებ იმის ქადაგებას, როგორ უნდა მოხდეს ეს. თუმცა, ვფიქრობ გათავისუფლება კარგი იქნებოდა და პრობლემის წყაროთა ნაწილს განმუხტავდა", - უპასუხა სენატორმა რიშმა.