COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 673 ადამიანს დაუდასტურდა, 298 გამოჯანმრთელდა, 8 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 30 751 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 361, PCR ტესტით - 7 390.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.69 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.60 %.

ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან 330 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 56, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 57, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

30 მარტის დილის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 281 145 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 272 899 პაციენტი, გარდაიცვალა 3 773 ადამიანი.