"კვირის ბოლოს ჩინურ ვაქცინას ველოდებით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"კვირის ბოლოს ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებითი ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევე არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, 100 ათასი დოზა იქნება ჩამოტანილი ჩინეთიდან.