სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წელს 16 359 წყვილი დაქორწინდა.
რაც შეეხება განქორწინებულთა რაოდენობას - 2020 წელს ერთმანეთს 7 643 წყვილი განქორწინდა.
2020 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა,მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებითშემცირებულია 3.7 პროცენტით.
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდადა 50 537 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში(13 878 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (764 კაცი)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოჯახებისა და ბავშვებისკეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა დაიწყო , რომელიც ხორციელდებაგაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.
.