2020 წელს საქართველოში 46 520 ბავშვი დაიბადა, წინა წელთან შედარებით 3.7 %-ით ნაკლები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა,მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებითშემცირებულია 3.7 პროცენტით.

2020 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში - 15 271ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 259 ბავშვი.

დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რიგითპირველი დაბადებულის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 38.0 პროცენტი, მეორეშვილის წილი შემცირდა 36.5 პროცენტიდან 35.8 პროცენტამდე, ხოლო მესამე და მომდევნორიგითობის დაბადებულთა წილი 24.7 პროცენტიდან 25.8 პროცენტამდე გაიზარდა.

2020 წელს, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდეასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 30 პროცენტიდან 28.4 პროცენტამდე შემცირდა,25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 66.1 პროცენტიდან 67.2 პროცენტამდე გაიზარდა.ასევე ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 3.8 პროცენტიდან 4.4პროცენტამდე გაიზარდა.