იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციას შეტაკებები მოჰყვა

იტალიაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციები ტარდება - ამის შესახებ BBC წერს.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები რამდენიმე მსხვილ ქალაქში მოხდა, მათ შორის ტურინში, სადაც პოლიციის ოფიცრებს აალებადი ნივთიერებები ესროლეს. მილანში კი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის ფაქტები ასევე დაფიქსირდა ნაპოლში.

დემონსტრაციები იტალიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ რესტორნების, ბარებისა და კინოთეატრების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან შედის ძალაში. სხვა რეგიონებში, მათ შორის ლომბარდიაში კი, ღამის განმავლობაში კომენდანტის საათი მოქმედებს.

საპროტესტო აციები ჩატარდა იტალიის ბევრ ქალაქში, მათ შორის რომში, გენუაში, პალერმოსა და ტრიესტეში.

იტალიაში პანდემიის დაწყების დღიდან დღემდ აღრიცხულია კორონავირუსის 525, 782 შემთხვევა, გარდაიცვალა 37,338 კოვიდინფიცირებული. გასული 24 საათის განმავლობაში 21,273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა - 128. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.