საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა - 13 878, ხოლო ყველაზე ნაკლები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 764.
2020 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდეგარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.9 პრომილე შეადგინა.
2020 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე)9.3 პრომილე შეადგინა.