"ჩემი პოლიტიკა არის შემდეგი, მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლო ბიზნესთან, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
"ჩემი პოლიტიკა არის შემდეგი, მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლო ბიზნესთან. ჩემი ხედვა არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მოქმედება. სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე, ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.