კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ოსტატების რეესტრის შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა, აღრიცხულ ხელოსნებს სახელმწიფომ სასერტიფიკატო პროგრამები შესთავაზოს.
"ძალიან მალე გამოვაცხადებთ იმის თაობაზე, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან: კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა. მთელი ჩამონათვალია მათ შორის ჩემთვისაც ბევრი უცნაური სიტყვისა... ამბობენ, მჭედელი არ ყავს ქვეყანასო, მაგრამ არიან ქვის ოსტატები და სხვ. რომელთაგანაც რეესტრი უნდა შევქმნათ.
სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე მზად ვიქნებით, რომ სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს და ყველა ძეგლს შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონეტება კი არ მიმდინარეობდეს, არამედ რეალური რესტავრაცია", - განაცხადა წულუკიანმა იმედთან.