კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის გამო, იტალიამ და გერმანიამ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის წესები გაამკაცრეს.
Euronews-ის ინფორმაციით, იტალია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის ხუთდღიანი კარანტინის დაწესებას გეგმავს.
გამოცემის ცნობით, მოგზაურებს ასევე მოეთხოვებათ, კორონავირუსის ტესტი გაიარონ ქვეყნიდან გასვლის წინ.
იტალიას უკვე ჰქონდა მსგავსი ზომები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის.
ამასთან, სახმელეთო საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს გერმანიის ხელისუფლება. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა. მისი თქმით, შემოწმება გამკაცრდება ყველა საზღვარზე.