კახა კახიშვილი: კანონით არ არის განსაზღვრული ვინაა ჟურნალისტი – ყველაფერს სჭირდება რეგულაცია

"კანონით არ არის განსაზღვრული ვინაა ჟურნალისტი – ყველაფერს სჭირდება რეგულაცია", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მედიას რეგულაციები სჭირდება. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტები, რომლებიც „ყოველგვარ ზღვარს სცდება“.

"ყველაფერს სჭირდება რეგულაცია, ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ფაქტობრივად ქმედითი მექანიზმები პასუხის გაცემის არ არის. დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს",-თქვა კახიშვილმა სხდომაზე.