ბელარუსის ხელისუფლება ოპოზიციონერ ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას ტერორიზმში ადანაშაულებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბელარუსის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მინსკსა და სხვა ქალაქებში აფეთქებებისა და ცეცხლის გახსნაში ტიხაკოვსკაიასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანია ეჭვმიტანილი.
ოპოზიციონერი ლიდერის პრესსპიკერის განცხადებით კი აღიშნული ბრალდება არის აბსურდული.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მან სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო.
მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ტიხანოვსკაია მეზობელ ლიეტუვაში გაიქცა და მას შემდეგ დევნილობაში იმყოფება.
რამდენიმე კვირის წინ კი ბელარუსის ხელისუფლებამ ლიეტუვას ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა.