AstraZeneca-ს ვაქცინა სახელს იცვლის, ამიერიდან მას Vaxzevria ეწოდება

შვედურ-ბრიტანულმა კომპანიამ AstraZeneca-მ თავის ვაქცინას სახელი გადაარქვა, ამიერიდან მას Vaxzevria ეწოდება. ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის წამლების სააგენტომ გაავრცელა. აღნიშნული უკვე გამოქვეყნდა სამედიცინო საშუალებების ევროპული სააგენტოს საიტზეც.

როგორც შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, სახელწოდების შეცვლა არ ნიშნავს ვაქცინის შემადგენლობის შეცვლას, მაგრამ წარწერა და შეფუთვა შეიძლება შეიცვალოს.

ვაქცინის სახელის გადარქმევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.