თურქეთის მრეწველობის მინისტრის განცხადებით, თურქეთი კოვიდვაქცინას ცხვირის სპრეის სახით გამოშვებას გეგმავს. ინფორმაციას Anadoly agency ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელზეც თურქი მეცნიერები მუშაობენ, წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.
მრეწველობის მინისტრმა განაცხადა, რომ ტერნაზალური ვაქცინა ცხვირის სპრეის სახით გამოვა მას შემდეგ, რაც ის კლინიკურ გამოცდას გაივლის. მანამდე ვაქცინა ეროვნულმა მარეგულირებელმა უნდა დაამტკიცოს.