დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა 45office.com.

Guardian-ის ინფორმაციით, ტრამპი ამიერიდან საკუთარ ამომრჩევლებთან ამ გზით აპირებს კომუნიკაციას.

მოქალაქეებს ვებგვერდით საშუალება ექნებათ დონალდ ტრამპს საკუთარი აზრები გაუზიარონ, ასევე მიწვევა გაგზავნონ რომელიმე ღონისძიებაზე

„დონალდ ტრამპის ოფისი ტრამპის ადმინისტრაციის ბრწყინვალე მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობს. ამასთან, პროგრამას ავითარებს“, – ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.