კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტმა დეპუტატობის მანდატი შეუჩერა.
გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 78 ხმით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ორმა დეპუტატმა წულუკიანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, წულუკიანის ადგილმონაცვლე საკანონმდებლო ორგანოში ნინო იობაშვილია.
გენდერული კვოტირების თაობაზე საარჩევნო კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით, წულუკიანს პარლამენტში სწორედ ის შეცვლის.