საქსტატი: საქართველოში მცხოვრები ოჯახების 67%-მა საკვებზე ხარჯების დაზოგვა დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები ოჯახების 67%-მა საკვებზე ხარჯების დაზოგვა დაიწყო.

კვლევის შედეგების თანახმად, შემოსავლების შემცირებასთან გამკლავების მიზნით, კვებაზე ხარჯების შემცირების გარდა (67.2%), შინამეურნეობები ასევე მიმართავდნენ სხვა საოჯახო ხარჯების შემცირებას (82.9%), დანაზოგების გამოყენებას (49.9%), ფულის სესხებას მეგობრებისა და ნაცნობებისგან (45.5%).

გარდა ამისა, 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში ოჯახების 53%-ს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი. ამასთან, ამ შინამეურნეობების მესამედზე მეტს (39.5%) შემოსავალი შეუმცირდა 50%-ზე მეტით.

ოჯახების 31.8 %-ში ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით – 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში.