"ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს COVID 19 დაუდასტურდა

ქართული ოცნების ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარ კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ენუქიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში". – წერს გოჩა ენუქიძე.

საქართველოში დღეს, 27 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 23 და გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 19 257 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.