Covid19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ესტონეთის მთავრობამ დაწესებული შეზღუდვები 25 აპრილამდე გაახანგრძლივა.
ასევე ქვეყანაში ლატვიიდან, ლიეტუვადან და ფინეთიდან ჩასული ადამიანებისთვის სავალდებულო გახდება 10-დღიანი კარანტინი.
შეზღუდვა შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, სპორტულ დარბაზებს, საჯარო ღონისძიებებს. დაიხურება საცურაო აუზები. რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას. დახურული იქნება მაღაზიები.