ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ედჰენომ გებრეიესუსის განცხადებით, ჩინეთის მთავრობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას Covid19-ის ადრეული შემთხვევების შესახებ მონაცემები არ გადასცა.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის პიტერ ბენ ემბარკის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსი უჰანის ირგვლივ 2019 წლის ოქტომბერ-ნოებმრიდან ცირკულირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ, ჩინეთის ფარგლებს გარეთაც ცირკულირებდა.