სამომავლო გზა საქართველოსთვის
ჩვენ, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები, ვითვალისწინებთ რა საერთო ინტერესებს იმისთვის, რომ: დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება და წინ წაიწიოს საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგმა პოლიტიკური,მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით; შესაძლებლობა მიეცეს ჩვენს ქვეყანას, იყოს ძლიერი და ერთიანი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად;უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესები რეგიონალური გამოწვევების პირობებში;ვიმოქმედოთ მიზანდასახულად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად;
ვაღიარებთ რა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხარდაჭერას, ვთანხმდებით, რომ: ამ შეთანხმების ხელმოწერისთანავე შევალთ პარლამენტში და სრულად მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში; მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს ურთიერთპატივისცემით და იმის აღიარებით, რომ საქართველოს სტაბილურობას ერთიანობა სჭირდება.შესაბამისად, ვიღებთ ვალდებულებას, რომ სწრაფად და კეთილსინდისიერად განვახორციელებთ შემდგომში მოცემულ ყველა საკითხს.
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ,რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასადა დაკავებას შეეხება.
გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომპარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალოუმრავლესობაზე მეტი ხმა.
2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა
მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგიორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.
პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვასხვა პარტიებიდან.
პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტსშემდეგი დამატებებით ან შესწორებებით:
ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5%ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი.პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიისწარმომადგენელი.
საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება დაპროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3.
საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ,რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ.პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალოუმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერსმინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.
ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად.ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.
ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიცშევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელიარჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევესანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვისპროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად.შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა.
ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანისუფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნისშესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორკანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა დადაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.
3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმაამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიისმონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად,პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტებისჩათვლით:
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების დახარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებშიმიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებისდანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებულიშერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასადა კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთებისგამოქვეყნების გზით;ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის#949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდაშეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთანდაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოსგამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორისგანისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის,დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიცგაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა დაადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათირეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.
რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისგანსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატებისჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკურიპოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვისსაჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაცფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერასუზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისოპრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზედაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად.
პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმაინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხეტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელებისპროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები დადახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეებისკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
4. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთკომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილისიიდან: 1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი5. საგარეო საქმეთა კომიტეტი
პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში,რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში:ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.
სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება]
პარტიები იზრუნებენ ,,ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან.
5. მომავალი არჩევნებიპარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადითავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორისსაზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოებისნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილისგანხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტურისამართლებრივი რეაგირება.
„პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს დათანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში,რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.
ვადები: მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმებისხელმოწერისთანავე