სალომე ზურაბიშვილი: კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი პროგრესისთვის კარგი საფუძველია.

„ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებმა ჯერ მოსალოდნელი შედეგს ვერ გამოიღო. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება“, – წერს Tweeter-ზე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.