NCDC: 24 საათში ვაქცინა 1 051-მა ადამიანმა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა.

მათი ცნობით, ამ დროისთვის სულ აცრილია 6 757 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებია ხელმისაწვდომი. აცრის შესაძლებლობა სამედიცინო პერსონალსა და 65+ წლის მოქალაქეებს აქვთ.