კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიალიზს საჭიროებენ ან ორგანოები აქვთ გადანერგილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაფართოვდა იმ ჯგუფების სია, რომლებიც COVID-19-ზე აიცრებიან.
,,ჩვენ ვიმსჯელეთ კალენდართან მიმართებით, როლითაც საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციასთან მიმართებით. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის ჯგუფს დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ დავაკვირდით რამდენად დიდია ინტერესი და აქტივობა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ამასთან იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55 დან 65 წელს მოიცავდა.
ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დიალიზის პაციენტებთან დაკავშირებით. მათთვის ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა რადგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი ჯგუფია. მათი აცრა მოხდება იმ დაწესებულებებში, სადაც გადიან დიალიზის თერაპიას. ორგანოგადანერგილი ადამიანები ასევე წარმაოდგენენ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში” –განაცხადა ტიკარაძემ.