ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფიქრობენ, რომ ე.წ. დანაკარგი დოზებით პოლიციის და ჯარის წარმომადგელები აცრან, რომლებიც „სათადარიგო სიაში“ იქნებიან.
„იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს პოლიციის და ჯარის ჩართულობა პროცესში და სათადარიგო სიების შექმნა. ეს არის ის საკითხი, რომლებზეც საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. 5 აპრილიდან ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მოხდება. პოლიცია ჩაერთვება, როგორც აცრის ჯგუფი და ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება დადგეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.