ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო Pfizer-ისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება.
მისივე თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები სხვა მწარამოებლებთანაც.
,,Pfizer-ისგან მიმართებაში საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მილიონ დოზაზე, თუმცა ამ ეტაპისთვის ველოდებით დასტურს, როდის და რა ფორმატით მოხდება მოწოდება ან რა განრიგი იქნება მოწოდებაზე", - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე 29 500 დოზა Pfizer-ს ვაქცინაა შემოსული.