ამირან გამყრელიძე: წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროოვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვები იმ რეგიონებში დაწესდება, სადაც კორონავირუსის „კლასტერული შემთხვევები“ გამოვლინდა.

„გვაქვს შემთხვევები იმერეთში, ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, იხტვისის მაღაროებთან დაკავშირებული სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილში“, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს გვაქვს 88-მდე შემთხვევა. რა თქმა უნდა, იქ წერტილოვანი შეზღუდვები ყველგან იგეგმება და ტარდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.