საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება.
როგორც ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილზე რეგულირების სააგენტო იმყოფება და მოკვლევა მიმდინარეობს.
,,რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმს აცრა 2 კვირის წინ გაუკეთდა. 26 მარტს პაციენტი ჩაფიძის კლინიკაში გულის მწვავე უკმარისობით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოათავსეს