თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ორივე ვაქცინაზე მოთხოვნა ფაქტობრივად გათანაბრდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ორივე ვაქცინაზე Pfizer-სა და Astrazenecaze მოთხოვნა ფაქტობრივად გათანაბრდა.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, დღეში ვირუსსზე ინფექციულ საავადმყოფოში 150 ადამიანი იცრება.

„ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად გააქტიურდა, თუ თავიდან, პირველი 11 დღის განმავლობაში სულ 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა მარტო ჩვენს ცენტრში 150 ადამიანი იცრება დღეში. ფაქტია, რომ 14 აპრილამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია არა მარტო Pfizer-ზე, არამედ Astrazenecaze -ზეც. პრაქტიკულად, გათანაბრდა მოთხოვნა ორივე ვაქცინაზე, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ორივე ერთნაირად კარგი ვაქცინაა, ორივე ლიდერია, არაფრით სჯობს Pfizer Astrazenecaze, ეს ბოლო ძალიან დიდ კვლევით დადასტურდა, რომელიც ამერიკელებმა ჩაატარეს, სადაც სხვათაშორის, Astrazenecaze და არა Pfizer-მა 100%-იანი დაცვა აჩვენა მძიმე და სასიკვდილოდ მძიმე ავადმყოფებისთვის, ხოლო სიმპტომური პაციენტებისთვის 79%-იანი დაცვა“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, თუ ვაქცინებზე მოთხოვნა გაიზრდება, შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

„დაახლოებით კიდევ ორჯერ უნდა გაიზარდოს ის ნაკადი, რომელიც დღეს არის, მაგრამ უკვე იმედი მომეცა. ჩემში უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს პირბადეების ტარება. ვაქცინაციის ტემპი თუ გაიზარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასობრივ ვაქცინაციას მივაღწევთ, მაგრამ პირბადებზე ამას ვერ ვიტყვით. სამწუხაროდ, პირბადებიის გამოყენება 40%-მდე შემცირდა“,- განაცხადა ცერცვაძემ.