ევროკომისიას  პოლონეთის წინააღმდეგ სარჩელი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში შეაქვს

ევროკომიას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, პოლონეთის წინააღმდეგ სარჩეკი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში შეაქვს. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიამ ადრე გააფრთხილა პოლონეთი, რომ ევროსასამართლოს მიმართავდა, თუ პოლონეთის მთავრობა სამართალწარმოების პრობლემების მოსაგვარებლად გარკვეულ ზომებს არ მიიღებდა.

„ევროკომისიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთში მოსამართლეების უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვის კუთხით. ევროკომისიას ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში პოლონეთის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. ეს სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ პოლონეთის კანონში არსებული დარღვევების აღმოფხვრის პროცედურის ნაწილია“, - განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ პოლონეთი ევროკავშირის კანონს არღვევს. პოლონეთის სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ კანონი ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპს და მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელების საშუალებას იძლევა.