ზუგდიდში, 85 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა

ზუგდიდში, 85 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქალის მდგომარეობა მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ცნობილია, მან დაზიანებები ქვედა კიდურებზე მიიღო.

აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც, რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.