ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: აღშფოთებული და  იმედგაცრუებული ვარ, რომ "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

"აღშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს",- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრილიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, მოლაპარაკების ჩავარდნა ცუდ სიგნალს უგზავნის მეგობრებს და პარტნიორებს.

"საქართველოში მედიაციისთვის მადლობელი ვარ კრისტიენ დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მისიის. აღშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს ცუდ სიგნალს უგზავნის მეგობრებს და პარტნიორებს. საჭიროა ასახვის პერიოდი", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.