ეკატერინე ტიკარაძე: იმის გამო რომ ვაქცინებს ვანსხვავებთ, საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნა მივიღეთ

"ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვანსხვავებთ. არნაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით.

"ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვანსხვავებთ. არნაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, რადგან მსოფლიოში ყველგან ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით. ვინაიდან ჩათვლილია, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი მიდგომა", - განაცხადა მინისტრმა.