ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს შეხვდა.
როგორც სალომე სამადაშვილმა Europetime-ს განუცხადა, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფება.
"ეს მისი არაოფიციალური, პირადი ვიზიტია. ჩვენც არაოფიციალურად შევხვდით", - განუცხადა სალომე სამადაშვილმა Europetime-ს.
ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ევროპარლამენტარი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე უცნობია, რამდენი დღით აპირებს ის საქართველოში დარჩენას.