"ტრანსგენდერების უფლებები ადამიანის უფლებებია", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
"ტრანსგენდერის უფლებები ადამიანის უფლებებია და მე ყველა ამერიკელს მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ ტრანსგენდერი ამერიკელების ღირსების ამაღლებაში.
ერთად ჩვენ შეგვიძლია აღმოვფხვრათ დისკრიმინაცია და შევასრულოთ ჩვენი ერის დაპირება ყველასთვის თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.