არჩილ თალაკვაძე: გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით

"გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემარჩილ თალაკვაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

"გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ პანდემიის კრიზისის პირობებში ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე თანამდებობაზე და მხოლოდ ახლა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო,"- განაცხადა არჩილ თაკლავაძემ.

შეკითხვაზე, იხილავს თუ არა საზოგადოება ივანე მაჭავარიანს გიორგი გახარიას გუნდში, პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხობს, რომ არ ჰგონია ასე მოხდეს.

"არ მგონია ასე მოხდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას გუნდი არ ჰყავს წარდგენილი და არც გეგმებზე უსაუბრია კონკრეტულად", - განაცხადა თალაკვაძემ.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა