რუსი ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა. ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია.
პოზნერს დაბადების დღე 1 აპრილს აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
ცნობისთვის, სწორედ ვლადიმირ პოზნერს ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".
მისი ჩამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ დაწერა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამაც.
,,აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", - აი, ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგულაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ.
გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.
ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია", - წერს ელენე ხოშტარია.