შრომის ინსპექციამ სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, 10 000 ლარით დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი", სადაც ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება,10 000 ლარით დააჯარიმა.

"შრომის ინსპექცია ზედამხედველობას ახორციელებს დადგენილებით აკრძალურ ქმედებაზე. შესაბამისად, ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდა. შრომის ინსპექცია ადამიანებს არ აჯარიმებს. აკრძალული საქმიანობისთვის კი, ობიექტი დაჯარიმდა,"- განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ობიექტსაც მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება პირების მიერ დარღვევას, შესაბამისი სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას აღნიშნულ ქმედებაზე. აღნიშნულ ობიექტსაც მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი რეაგირება და მასალები გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს",- განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.