1-ლი აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, ბავშვთა გასართობი ცენტრები და კინოთეატრები, რეგულაციების დაცვით, მუშაობას განაახლებენ.
ამასთან, თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა დღეიდან, 1-ელი აპრილიდან დაშვებული იქნება.