დღეიდან ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება

დღეიდან სატრანსპორტო სქემის ახალი, ინტეგრირებული სისტემა თბილისში ამოქმედდება, რის საფუძველზეც ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება. მგზავრები მიკროავტობუსებშიც ყველა იმ საშეღავათო პირობით ისარგებლებენ, რომელიც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.

ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

1-ლი აპრილიდან ინტეგრირებულ სისტემაში 300 ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთვება. ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს არ შეეხება.