ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ზიგიმანტას პავილიონისი, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის, საქართველოში ვიზიტს Twitter-ზე გამოეხმაურა.
"თბილისში რეალობის სამწუხარო და სიმბოლურია ასახვაა. ევროკავშირის მომლაპარაკებლები - გარეთ, პუტინის პროპაგანდისტები - შიგნით". - წერს პავილიონისი.
პარლამენტარმა გააზიარა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის, გამოხმაურება პოზნერის ვიზიტზე, რომელიც ამ ფაქტს "შემაშფოთებელს" უწოდებს.
მოგვიანებით, პავილიონისი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსი ჟურნალისტის ვიზიტს საქართველოში.
"დღევანდელი თბილისი - მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ძირითადად უშედეგოდ დასრულდა, იმედგაცრუებულმა ევროკავშირის მომლაპარაკებლებმა ქვეყანა წუხელ დატოვეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსი ახალ სამიზნედ ამოიღო, მაგრამ მეორე დღეს მოსკოვიდან ჩავიდა ყოფილი საბჭოთა კავშირის და პუტინის პროპაგანდისტი თავის მეგობრებთან ერთად. მას არაერთხელ განუდიდებია რუსული ოკუპაცია, მათ შორის, საქართველოსი. როგორც ვხვდები, ასეთ პირებს არ აქვთ საქართველოში შესვლის უფლება. ვხვდები, რომ ის პანდემიის დროს შემოვიდა... დაბადების დღის აღსანიშნად, მაშინ, როდესაც ყველა რესტორანი დახურულია. სიმბოლურია", - წერს პავილიონისი.