ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ფინანსთა მინისტრი წარადგინა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ლაშა ხუციშვილი უკვე დიდი ხანია ფინანსთა სამინისტროს გუნდის წევრია და სისტემას ძალიან კარგად იცნობს. 2014 წლიდან ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იყო, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა.