„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად წლის ბოლომდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი კი გაზაფხულიდან იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს. რაც შეეხება საქართველოს, პაატა იმნაძეს ზუსტი პროგნოზი უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველოც ამავე პერიოდში მიიღებს ვაქცინას.
„ჩვენამდე როდის მოვა, გასაგებია ხომ... ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც თვითონ აწარმოებენ საკუთარი ქვეყნებისთვის და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვისაც, მათ შორის ჩვენთვისაც“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე შექმნილია და კლინიკური კვლევის ბოლო ფაზას გადის.
„ინდივიდუალურად ყველა ადამიანს აქვს მოსაზრების გამოთქმის უფლება, მაგრამ ზოგადი ტენდენცია გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი ორგანიზაციების ყველამ იცის, რომ მსოფლიო აქტიურად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე, ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შექმნილია. ისინი კლინიკური კვლევის პირველ, მეორე და მესამე ფაზას გადიან. მესამე ფაზაშია დაახლოებით 10 ვაქცინა და ის დიდი ალბათობით იქნება. თუ რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა, ამას მომავალიგვი ჩვენებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა.
პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.