COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 499 ადამიანს დაუდასტურდა. 437 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 28712, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17922, PCR ტესტით - 10790

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 282 260 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 273 604, გარდაიცვალა 3 785 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.75 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 1.64 %.

ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდა 264 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 33, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 23, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 845, საიდანაც: 1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 791, აჭარაში - 229, იმერეთში - 271.

მძიმე პაციენტი: 325 , მათ შორის, თბილისში - 141, აჭარაში - 38, იმერეთში - 68.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 67 , მათგან თბილისში - 45, აჭარაში - 2, იმერეთში - 6. 265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 195 - თბილისში, 65 - აჭარაში.

895 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 23 930 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 645 პირი, აჭარაში - 1 144, იმერეთში - 878.