ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს.

ოკუპანტებმა რამაზ ბეღელური 2 თებერვალ დააკავეს.

შეგახსენებთ, 35 წლის რამაზ ბეღელური საკუთარი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ოკუპანტებმა, ხოლო ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც ცნობილია, ეს ბეღელურის მესამე დაკავება იყო.

როგორც ბეღელურმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი და მეორე დაკავების დროს ჯარიმა გაიხადა, ახლა კი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს.