მთავრობის ადმინისტრაცია: სრული დეზინფორმაცია და აბსურდია, თითქოს პოზნერი და მისი თანმხლები პირები საშვებით სარგებლობდნენ

მთავრობის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ვლადიმერ პოზნერსა და მის თანმხლებ პირებს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისთვის საჭირო საშვები ჰქონდათ.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.

„შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.

შესაბამისად, სრული დეზინფორმაცია და აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისთვის საჭირო საშვებით სარგებლობდნენ“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.